პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისთვის


23.01.2020

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) აცხადებს საგრანტო კონკურსს გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციებისთვის. კონკურსის ფარგლებში გაიცემა დაფინანსება სხვადასხვა სახის პროექტის განსახორციელებლად. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანული გამოცდილების გაზიარებასა და გერმანიაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს საქართველოში.

საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის თაობაზე გერმანულად

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის თაობაზე ინგლისურად

საინფორმაციო ბროშურა

განაცხადის წარდგენის ფორმულარი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ვებ-გვერდზე: https://www.cimonline.de/de/html/aktuelle-ausschreibung.html

გერმანიაში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს გისურვებთ წარმატებას!