პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციისათვის


30.10.2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ფონდის მიერ გამოცხადებულ „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში“ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სტატუსით შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

აღნიშნული მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე, საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.     

კონკურსის პირობების თანახმად, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, სადაც წარმოდგენილი იქნება მეცნიერების პოპულარიზაციის კრეატიული გზები, ინოვაციური მიდგომები, საკითხის  ფართო საზოგადოებამდე მიტანის ხედვები, აგრეთვე, საერთაშორისო სივრცეში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით არსებული საუკეთესო გამოცდილება.

საკონკურსო პროექტები შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 11 ნოემბრამდე.

შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწე როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და განაცხადების წარდგენის შესახებ იხილეთ შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე.