საგრანტო პროგრამა "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა"


პროგრამის მიზანია დიასპორულ საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა და დიასპორული ინიციატივების წამახალისებელი სისტემური მიდგომის დანერგვა; "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" ასევე, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითრება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

"დიასპორული ინიციატივების ფონდის" პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიასპორასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500.000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30.000 ლარი.

პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge; ასევე, საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კურატორს შემდეგ მისამართზე: ekupatadzidu@mfa.gov.ge