პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


17.12.2019

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი. შემოსული 96 განაცხადიდან კომისიამ, ხმათა უმრავლესობით, 25 გამარჯვებული გამოავლინა შემდეგი ქვეყნებიდან:

ავსტრიის რესპუბლიკა - სალაძე სალომე; აშშ - ცერცვაძე თეონა; ბელარუსი - კბილაშვილი გივი; ბელგიის სამეფო - ბუტიკაშვილი სოფიო; ბულგარეთის რესპუბლიკა - ფერცულიანი ზურაბი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - ხუბუა დავით; დანიის სამეფო - შონია მარიამ; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო - კაკაბაძე კესარია; ესპანეთის სამეფო - წოწონავა ანა; ესტონეთს რესპუბლიკა - კაჩუხაშვილი ვახტანგი; თურქეთის რესპუბლიკა - ბერიძე მურად; იაპონია - ბადიაშვილი სოფიო; ირლანდია - ოდიკაძე ნანა; ისრაელი სახელმწიფო - ხუხაშვილი ლიკა; იტალიის რესპუბლიკა - ბოჭორიშვილი მარიამ; კანადა - მეშველაშვილი თინათინ; ლატვიის რესპუბლიკა - ტყეშელაშვილი აკაკი; ლიეტუვას რესპუბლიკა - კუნჭულია გურამ; საბერძნეთის რესპუბლიკა - დოლიძე კონსტანტინა; საფრანგეთის რესპუბლიკა - საყვარელიძე კოკო; უკრაინა - მეგრელიძე ალექსანდრე; უნგრეთი - მარგიანი რუსუდან; შვედეთის სამეფო - გურგენიძე ლუკა; შვეიცარიის კონფედერაცია - მარჯანიძე ვახტანგ; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - მდივანი გვანცა მდივანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამის, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. კომისიის წევრებმა ასევე შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი წინასწარი სამოქმედო გეგმა. შესარჩევი ტურის ფარგლებში, აგრეთვე, გამახვილებულ იქნა ყურადღება მომავალი „ახალგაზრდა ელჩების“ საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართულობაზე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში.