შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი ასპექტები.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯრავამ “Memorial Hospitals Group”-ის წარმომადგენლებს შესთავაზა, მათი მხრიდან განხილულ იქნას, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის, კომპლექსური სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობების შეთავაზებისა და სხვადასხვა სახის სამედიცინო კონსულტაციის უფასოდ გაწევის შესაძლებლობა.