პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან


15.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დოქ. ნიგარ დემირჯან ჩაქართან.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, ახლო მომავლისთვის, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა, დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე, ხაზი გაესვა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორების - ნანული კაჭარავას, მაკა სალიას, შორენა ლომაიას, მარიამ სულხანიშვილისა და ფევზი ჩელების განსაკუთრებულ წვლილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების წარმატებით ფუნქციონირების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ დუზჯეს უნივერსიტეტის ბაზაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა 2013 წელს, ხოლო სამაგისტრო პროგრამა კი 2017 წლიდან მოქმედებს და აბიტურიენტთა ინტერესი სპეციალობის მიმართ, მუდმივად იზრდება.