საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტის ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადასცა


19.08.2019

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ ფრანკფურტის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.

საკვირაო სკოლების ქართული სახელმძღვანელოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლის პედაგოგები მაია შავლიაშვილი, ნინო ხალვაში-ვირთი და მზია წიკლაური ყოველ კვირა დღეს 30 ბავშვს უტარებენ ქართულ ენაზე გაკვეთილებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობასა და უწყების იმ ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის კავშირების გაძლიერებას სამშობლოსთან.