პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიმართულებით ფრენები, დამატებით, დაინიშნა ბარსელონიდან და ვარშავიდან


06.04.2020

საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით:

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

აქვე, შეგახსენებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ უკვე განსაზღვრული სხვა რეისების განრიგს:

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე  მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.