პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში აცხადებს ნახატების კონკურსს ქართველი ბავშვებისთვის


04.12.2020

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში აცხადებს ნახატების კონკურსს ქართველი ბავშვებისთვის თემაზე - „ახალი წელი საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაუმეტეს 14 წლის ასაკის თანამემამულეებს.

გამარჯვებული კონკურსანტი საელჩოსგან დასაჩუქრდება ტკბილეულით და ასევე, მისი ნახატი განთავსდება საელჩოს ოფიციალურ საახალწლო/საშობაო მისალოცი ბარათის გარეკანზე, რომელიც დაეგზავნება ნიდერლანდების სამთავრობო უწყებებისა და ქ. ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კონკურსანტებმა ნახატი სათაურით „ახალი წელი საქართველოში“ უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 დეკემბრისა საელჩოს ოფიციალურ მისამართზე: Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague ან ხარისხიანად დასკანერებული ასლი - საელჩოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ნამუშევრის გაგზავნისას მიუთითეთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და საცხოვრებელი ქალაქი.

 

[დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს]