პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩომ ჩინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა 


05.01.2020

მიმდინარე წლის 5 იანვარს, საქართველოს საელჩომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ  დიასპორის წარმომადგენლებისთვის საშობაო მიღება გამართა და თანამემამულეებს საელჩოში უმასპინძლა.

აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინიციატივით. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს გააცნო მიმდინარე დიასპორული სახელმწიფო პროგრამები და სამომავლო გეგმები, ასევე ხაზი გაესვა საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობას. დღეის მდგომარეობით, ჩინეთში ქართული დიასპორული ორგანიზაცია ან სათვისტომო ჩამოყალიბებული არ გახლავთ. მიღების ფარგლებში, კონსული სოფიკო ქოჩქიანი სტუმრებს იმ საკითხებზე ესაუბრა, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლების კონცენტრაციის ძირითად ადგილს ქალაქ პეკინი წარმოადგენს.