პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„საქართველოს საგარეო პოლიტიკა - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორები“ - ონლაინ დისკუსიები საქართველოს ელჩებთან


22.02.2021

 

 

 

 

17-20 თებერვალს გაიმართა ონლაინ დისკუსიები თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორები“, რომლის ფარგლებში საქართველოს ელჩებმა მიმოიხილეს ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან, ნატო-სთან, აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან განვითარებული ურთიერთობები და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.  

აღნიშნული ოთხი ონლაინ დისკუსია საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პლატფორმების - "კენწეროსა" და "სექტორ 3"-ის ორგანიზებით გაიმართა და მას უძღვებოდა დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

 

 

 

 

ვებინარი "საქართველო და ევროკავშირი - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორობა" - საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე საუბრობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

                                                                                                        

 

 

ვებინარი “საქართველო და ნატო - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორობა” - საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე საუბრობს საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე

                                                                                                       

 

 

ვებინარი "საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორობა" - საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე საუბრობს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე

                                                                                                         

 

 

ვებინარი "საქართველო და დიდი ბრიტანეთი - დემოკრატიზაციის 30 წელი და სტრატეგიული პარტნიორობა" - საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა საუბრობს საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებზე