პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიასპორასთან პრაღაში


18.06.2019

18.06.2019

ა.წ. 18 ივნისს, პრაღაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარაას ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ინიციატივებზე, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.