პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს წარმატებული გამოცდილება გლობალური პანდემიის დროს - უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები


26.10.2020

 

 

 

2020 წლის 12 ივნისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან.

 

 

 

 

 

 

 

ჩინეთი - მაია ცქიტიშვილი

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე, პანდემიის ეპიცენტრიდან მოახდინა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია სამშობლოში.

                                                                                                           

 

 

თამარ ილურიძე - იტალია

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა, რომელიც დაემთხვა ინფექციის პიკურ პერიოდს. დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო სამედიცინო სერვისი. იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით მოხდა მოქალაქის გადაყვანა კლინიკაში. გამოჯანმრთელების შემდგომ, სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა რომი-თბილისის 22 აპრილის სპეც-რეისით.

                                                                                                            

 

 

დოდო გოცირიძე - აშშ

COVID-19 პანდემიის გამოცხადების მომენტიდან აშშ-ში საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახური იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში აშშ-ში მყოფ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. საქართველოსა და აშშ-ს მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად დაინიშნა ჩარტერული რეისი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ზედამხედველობით ამ რეისით სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა 78 მოსწავლე.

                                                                                                            

 

 

ლაშა ბაბუნაშვილი - გერმანია

26 მარტს დანიშნული იყო ვენის ჩარტერული რეისი. გერმანიიდან ვენის რეისით გასაფრენად შეირჩა 6 პრიორიტეტული მგზავრი - მძიმე ავადმყოფები და სტუდენტები. გერმანიასა და ავსტრიას შორის დაკეტილი იყო საზღვარი, გაუქმებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა, განსაკუთრებული საჭიროების მგზავრები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ მიმოფანტული. გენერალურმა საკონსულომ მოახდინა ყველა მოქალაქის ტრანსპორტირება ავსტრიაში - 1,100 კმ. ვენამდე.

                                                                                                            

 

 

გივი დოლიძე - იტალია

COVID-19-ის პანდემიის აფეთქების დროს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერასმუსის პროგრამით ქართველი სტუდენტები იმყოფებოდნენ იტალიაში სასწავლებლად. დიდი ძალისხმევა დასჭირდა მათი ჩამოსვლის ორგანიზებას. იტალიიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით დაბრუნდა 73 სტუდენტი, მათ შორის, 6 ტრანზიტული მგზავრი.

                                                                                                             

 

 

ლევან დოგრაშვილი - ნიგერია 

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ევაკუაციის თხოვნით დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები ნიგერიიდან. შეზღუდვების გამო დაკეტილი იყო საერთაშორისო აეროპორტები. მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, წარმატებით მოხდა საქართველოს მოქალაქეების სარეპატრიაციო ავიარეისებით დაბრუნება სამშობლოში ნიგერიიდან ევროკავშირის გავლით. 

                                                                                                            

 

 

ალექსანდრე წერეთელი - დომინიკის რესპუბლიკა

COVID-19-ის პანდემიის გავრცელების დროს დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებდა მოქალაქეების დაბრუნება შორეული ქვეყნებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ე.წ. „გამგზავრების ჰაბებში“ ჩაყვანა და მათი ტრანზიტული გზებით სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა.

                                                                                                             

 

 

მარიამ მეტრეველი - პერუ

პანდემიის დროს საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა დასახლებული ადგილებიდან საკმაოდ შორს, კერძოდ, პერუს ამაზონის რეგიონში არსებულ ბანაკში და მოწყვეტილი იყო კავშირს გარე სამყაროსთან. პერუში უკვე შემოღებული იყო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. მის გამოსაყვანად განხორციელდა სამაშველო ოპერაცია პერუს ეროვნული პოლიციის ჩართულობით. გოგონა სამშობლოში დაბრუნდა ამსტერდამი-თბილისის 15 მაისის სპეც-რეისით.

                                                                                                             

 

 

გიორგი დოლაბერიძე - პანამა

პანამაში საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეული 3 ქართველი ახალგაზრდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ჩაიკეტა საზღვრები და სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო მათი გამოყვანა ქვეყნიდან. საელჩოს მხრიდან გაწეული დიდი ძალისხმევის შედეგად, ისინი პანამა-ნიდერლანდები-ბელარუსი-სომხეთი-საქართველოს მარშრუტით დაბრუნდნენ სამშობლოში.

                                                                                                                                                                                                                            


ლაშა ჯაფარიძე - ტოგო

COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალური შეზღუდვების პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს და ადგილსამყოფელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად.

                                                                                                              

 

 

კამალა კაირამოვა - საფრანგეთი

საქართველოს მოქალაქე მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ საფრანგეთში პალიატიურ მკურნალობაზე. საჭირო გახდა მათი გამომგზავრება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში, ყველა რეანომობილი, ყველა ექიმი მუშაობდა მხოლოდ COVID-19-ის შემთხვევებზე, საელჩოს ძალისხმევით გამოიყო რეანომობილი, მედ-პერსონალის თანხლებით, რათა მომხდარიყო პარიზამდე დედა-შვილის უსაფრთხო ტრანსპორტირება. დიდი ძალისხმევის შედეგად დედა-შვილი გამოემგზავრა საქართველოში.