საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა


საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების დონის ამაღლებისა და საერთო მიდგომების დანერგვის აუცილებლობიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. ამ ინტეგრირებული პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების დაბეჭდვა, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცემათ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს;

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კურატორს შემდეგ მისამართზე: t.chkhaidze@mfa.gov.ge


საკვირაო სკოლის სახელმძღვანელოები

საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოები მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში

მეტის ნახვა