პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამეცნიერო საგრანტო კონკურსები თანამემამულე მეცნიერებისთვის


07.10.2019

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ორი ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსი“ და „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“. ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეცნიერ-მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს.

აღნიშნული საგრანტო კონკურსების მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა - ანალიზი, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა მათი კვლევებში ჩართვით და ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“ გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და მათ დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ოქტომბერი.

რაც შეეხება „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს“, იგი მოიცავს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი კვლევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე.

აღნიშნული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:

შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორივე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სტატუსით შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეცნიერ-მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე მეცნიერებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ პირებს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია კონკურსებში მონაწილეობის პირობებისა და განაცხადების წარდგენის შესახებ: