პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს დაემატა ბერლინის მიმართულება


16.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, ივლისში დანიშნულ სპეციალურ ავიარეისებს დაემატა ბერლინის მიმართულება. ავიარეისს თბილისი - ბერლინი - თბილისი ავიაკომპანია “MyWay Airlines”-ი მიმდინარე წლის 25 ივლისს შეასრულებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რეისზე ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - www.mywayairlines.com

აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

 

[ივლისში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ავიარეისების განრიგი]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]