პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის


05.02.2021

5 თებერვალს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადდა. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებ პირებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ან უკვე სწავლობენ უცხოეთში და ესაჭიროებათ სწავლების შემდეგი წლისთვის სტიპენდიის მიღება. კერძოდ, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამებია:

 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც:

1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

2. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები: - განათლება; - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; - ჰუმანიტარული მეცნიერებები; - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; - სამართალი; - მენეჯმენტი; - საჯარო მმართველობა. იხილეთ ვრცლად

 

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.  კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს; 2. სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე; 3. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. იხილეთ ვრცლად

 

• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;  2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;  3. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. 

აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/დარგი/სპეციალობა: - ხელოვნება; - რესტავრაცია/კონსერვაცია; - ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება. იხილეთ ვრცლად 


 სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან  სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში: ა) სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება; ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში.

2021-2022 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები: - განათლება; - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია; - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა; - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა; - ჰუმანიტარული მეცნიერებები; - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; - სამართალი; - მენეჯმენტი; - საჯარო მმართველობა. იხილეთ ვრცლად

 

 აკადემიური პროგრამები იტალიაშიპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც:- მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, 

- სწავლობენ იტალიაში, პარტნიორ უნივერისტეტში, ამ პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისთვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში;

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. იხილეთ ვრცლად 

 

• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია. იხილეთ ვრცლად 

 

ზემოაღნიშნული ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებ-გვერდზე  - www.iec.gov.ge - 5 თებერვალს დაიწყო, საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში განაცხადები 5 მარტის, ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: www.iec.gov.ge