პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში


07.06.2019

07.06.2019

ა.წ. 7 ივნისს, ქ. ათენში, 50-ე საჯარო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელმა ჯგუფებმა სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

 

ღონისძიებაზე ქართველმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართული ცეკვები.

სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი გიორგი შოშიტაშვილი, პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ გამარჯვებული საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლიკა ჯანელიძე და სკოლის დირექტორი ევანგელოს მოკოს.