პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვა შესაძლებელია 10 ოქტომბრამდე


09.10.2020

2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანზე გამოცხადებისას კი ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებით საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, თქვენ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:

მომსახურება უფასოა.

საკონსულო აღრიცხვა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას.

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ინსტრუქცია

                                                                                                        

 

საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალეს სახელი/გვარი და არ მიუმართავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთვის/საკონსულოსთვის საკონსულო აღრიცხვაზე ხელახალი დადგომის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის განმეორებით უნდა გაიარონ საკონსულო აღრიცხვა შეცვლილი სახელით და გვარით მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

იმ შემთხვევაში, თუ ვერ აღმოაჩენთ პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას. საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ცხელი ხაზი: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx / საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო გვერდი: არჩევნები 2020

 

ამასთან, საარჩევნო უფლებებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ონლაინ ჩათის ან სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის საშუალებით.

ცესკო-ს ონლაინ ჩათი  / ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ნომერი: +995 32 2 51 00 51  /  ცესკო-ს ვებ-გვერდი: https://cesko.ge/