პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტიპენდიები ევროპულ სკოლაში სასწავლებლად თბილისში


27.01.2020

თბილისში არსებული „ახალი სკოლა“, ევროკავშირისა (EU) და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მისაღებად 2020-2021 სასწავლო წელს ევროპამცოდნეობის საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაზე სასწავლებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-17 წლის მოსწავლეებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, ბელრუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 მარტი, 12:00 სთ. (თბილისის დროით).

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად შეირჩევა 35 მოსწავლე აღნიშნული ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის პარტნიორ სკოლაში - „ახალ სკოლაში“ ისწავლიან ორწლიან პროგრამაზე ევროპამცოდნეობის მიმართულებით.  პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ევროპის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სწავლის პარალელურად, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, დაესწრონ კონფერენციებს/ღონისძიებებს ევროკავშირის ოფიციალური პირების მონაწილეობით და მიიღონ მონაწილეობა სასწავლო ვიზიტებში, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის სტრუქტურებში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომის მიღებას. ორწლიანი კურსის გავლის შემდეგ, გაიცემა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი ევროპამცოდნეობაში, რომელსაც სცნობს მსოფლიოს 75 ქვეყნის 2000 უნივერსიტეტი.

სტიპენდია მოიცავს:

 

სასტიპენდიო პროგრამისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ახალ სკოლას“:

ვებ-გვერდი: http://www.eapeuropeanschool.eu/#

ელ-ფოსტა: [email protected]  

ტელ: + 995 322 25 70 06 (ოფისი) / + 995 577 393 999 (მობილური)

საინფორმაციო ბროშურა ქართულად