პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 17 ივლისს შესრულდება რეისი დოჰა-თბილისი


13.07.2020

თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 2020 წლის 17 ივლისს, კატარის ავაიხაზები შეასრულებს სპეციალურ რეისს დოჰა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ჩასვლის შემდეგ გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

მოქალაქეებმა ბილეთების შესაძენად ან უკვე არსებული ჯავშნის გადაცვლის მიზნით უნდა მიმართონ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს შემდეგი ელექტორნული ფოსტის მისამართზე:

მგზავრებს, ვისაც ესაჭიროებათ აღნიშნული რეისისათვის ბილეთის შეძენა, ავიაკომანიის მიერ გაეგზავნებათ ერთჯერადი ბმული, რომლითაც შეძლებენ ბილეთის შეძენას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს: