პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისით სამშობლოში 150 თანამემამულე დაბრუნდა 


19.04.2020

18 აპრილს შესრულდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით, რომლის შედეგადაც სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 150 მოქალაქე, მათ შორის მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეები, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები და სტუდენტები.

ამასთან, აღნიშნული რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილ იქნა წმინდა ცეცხლი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 6747 მოქალაქე.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე, საქართველოს მიმართულებით უახლოესი პერიოდისთვის დანიშნულია შემდეგი ავიარეისები:

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს მუშაობას დამატებითი ფრენების დანიშვნის თაობაზე საქართველოს მიმართულებით, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.