პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისი-ვარშავას ავიარეისით სამშობლოში კიდევ 170 თანამემამულე დაბრუნდა


14.07.2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 13 ივლისს, შესრულდა ჩარტერული რეისი ვარშავიდან. აღნიშნული რეისით საქართველოში დაბრუნდა 170-მდე თანამემამულე.

რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის გახლდათ არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ასევე, ონკოლოგიური პაციენტები და პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო 14-დღიან საკარანტინო პროცედურას.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში, თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ავიარეისები შესრულდება ასევე შემდეგი ქალაქებიდან:

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, 2020 წლის ივლისის განმავლობაში ავიაკომპანია "Georgian Airways" კომერციულ ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან (იხილეთ ფრენების განრიგი).

 

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]