პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში დიასპორული ფორუმი 2019 გაიხსნა


27.05.2019

27-28 ს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მასპინძლობს. ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებითი, ევროკავშირში ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია არის ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც თემატურ ჯგუფებში იქნება საუბარი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ ძალიან ბევრ მიმართულებაზე ვისაუბრებთ თემატურ ჯგუფებში იქნება გადანაწილებული დიასპორის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია ევროკავშირში ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაცია არის. მოგეხსენებათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კოორდინირებული ურთიერთობა დიასპორის წარმომადგენლებთან, რადგან ეს არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ადგილზე ფლობენ ინფორმაციას თუ რა პროცედურები არსებობს, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცედურების დარღვევამ. ამიტომ სწორი კომუნიკაციის თვალსაზრისით და, იმ კამპანიის ფარგლებში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს წამოწყებული როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთდიასპორის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა საელჩო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს, არის ახლო ურთიერთობაში დიასპორულ ორგანიზაციებთან, რადგან მათი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სწორედ ამაზე იყო პრეზიდენტის მიმართვაში, მან ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ უკვე სამუშაო ჯგუფებში დეტალურად ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს ეს კომუნიკაცია და რა საერთო ღონისძიებები შეიძლება იყოს დაგეგმილი. მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა საელჩო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს არის ახლო ურთიერთობაში დიასპორულ ორგანიზაციებთან, რადგანაც აუცილებელია ზუსტი განმარტებები და მათი ჩართულობა და აქცენტირებული კომუნიკაცია, როგორც სოციალურ სივრცეში, ისე პირადი სახის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხება მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებასა და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების ირგვლივ მსჯელობას. ფორუმში მონაწილეობენ  საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში იმართება ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში.

ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კერძოდ, დიასპორის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალის. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე სტუმარი, მათ შორის, დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.

ფორუმი 27-28 მაისს, . თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართება.