პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში გენერალურმა კონსულმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა


13.02.2021

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ონლაინ შეხვედრა გამართა თესალონიკში მოქმედ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე ნოდარ კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მისი გენერალურ კონსულად დანიშვნიდან დღემდე გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ.

ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ ძლიერი დიასპორა და მათი ჩართულობა დიდ როლს ასრულებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის წარმოჩენის საქმეში.

გენერალური კონსულის ინიციატივით, შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, რომლის ფარგლებში დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია საკონსულოს საქმიანობის თაობაზე და განხილულ იქნება სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობები. 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობაზე, არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე.