პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


21.04.2022

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, თესალონიკის საკვირაო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და წარმოადგინეს სხვადასხვა პოეტების ლექსები.

გენერალურმა კონსულმა თესალონიკში საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს დედაენის დღე მიულოცა და სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

ღონისძიების დასასრულს ნოდარ კომახიძემ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად დედათა მონასტრისდან გამოგზავნილი პასკები გადასცა.