პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია COVID-19-ის პანდემიის თანმდევ სტრესთან გასამკლავებლად


06.05.2020

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია COVID 19-ის პანდემიის თანმდევ სტრესთან გასამკლავებლად.

მსურველებმა მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] - ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაციის თქვენთვის სასურველი დღე (კვირის გარდა) და საათი (თბილისის დროით), რის შემდეგაც საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის “Facebook” გვერდის საშუალებით განხორციელდება ონლაინ კონსულტაცია.

თქვენ ასევე შეგიძლიათ კითხვის გამოგზავნა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, რაზეც მიიღებთ წერილობით პასუხს.

https://mfa.gov.ge/Home.aspx