პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი გაიმართა


20.05.2019

20 მაისს უკრაინაში . მირგოროდში, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანებისგეორგია”- ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კულტურის რიგით მე-10 ფესტივალი, რომელიც წელს მიეძღვნა . მირგოროდში დავით გურამიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების50 წლისთავს.

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, . მირგოროდის მერმა სერგეი სოლომახამ და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანებისგეორგია”-  პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ანსამბლისქართული ხმები”- კონცერტი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით
რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.