პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმების საპატივცემულოდ საქართველოს საელჩომ მიღება გამართა


04.03.2020

 

მიმდინარე წლის 28 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებთან. საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ პირადად გაიცნო თითოეული მათგანი.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ელჩი უკრაინაში მოღვაწე ქართველ ექიმებს ესაუბრა საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროში და ამ მიმართულებით წარმატებით განხორციელებულ სამთავრობო პროექტებზე. აგრეთვე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს უკრაინაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცემა.

შეხვედრის დასასრულს, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ექიმების საპატივცემულოდ საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება.