პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ


24.07.2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩართულობით უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

უკრაინელი მოქალაქეების ჯგუფი - კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას 2022 წლის 21 ივლისს ეწვევიან. სტუმრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი დახვდნენ.

„ნიშანდობლივია, რომ სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს და აორგანიზებს აღნიშნულ ღონისძიებას, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და გამოხატულებაა იმ მხარდაჭერისა, რომლებსაც საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატავს, როგორც პოლიტიკური ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.