პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებინარი სტუდენტებისთვის: “ისწავლე დანიის სამეფოში”


06.12.2022

7 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს დიპლომატიური მისიების Facebook  გვერდზე, დანიის სამეფოში სწავლით დაინტერესებულ პირთათვის გაიმართება ვებინარი „ისწავლეთ დანიის სამეფოში“, რომელიც გულისხმობს ამომწურავი, რელევანტური ინფორმაციის გაზიარებას. 

ონლაინ-ღონისძიების მსვლელობისას ქართველი სტუდენტები და აბიტურიენტები გაეცნობიან მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას, როგორიცაა დანიის სამეფოში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები, დასაქმების შესაძლებლობები და ა.შ.

აღნიშნულ ონლაინ-ღონისძიებას წარუძღვება პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” 2022 წლის გამარჯვებული დანიის სამეფოში გვანცა შაორშაძე და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერი ქეთევან გორგოშიძე.

ვებინარი იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით.