პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვებინარი სტუდენტებისთვის: “ისწავლე ნიდერლანდების სამეფოში”


14.11.2022

2022 წლის 16 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს საგარეო სამინისტროს „საქართველოს დიპლომატიური მისიების” ფეისბუქ გვერდზე (გვერდის ბმული: https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia), ნიდერლანდების სამეფოში სწავლით დაინტერესებულ პირთათვის გაიმართება ვებინარი „ისწავლეთ ნიდერლანდების სამეფოში“, რომელიც გულისხმობს ამომწურავი, რელევანტური ინფორმაციის გაზიარებას. კერძოდ, ონლაინ-ღონისძიების მსვლელობისას ქართველი სტუდენტები და აბიტურიენტები გაეცნობიან მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას, როგორიცაა ნიდერლანდების სამეფოში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები, დასაქმების შესაძლებლობები და ა.შ.

აღნიშნულ ონლაინ-ღონისძიებას წარუძღვება პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებული ნიდერლანდების სამეფოში თამარ მნათობიშვილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელი.

ვებინარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში გაიმართება.