პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბელგიის სამეფო

ქ. ბრიუსელი

წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაცია / C.O.G. Communauté Orthodoxe Georgiennes Ste.Tamar 2001 წელს დაარსდა. ასოციაციის მიზანია ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნების ხელშეწყობა. ასოციაციასთან ფუნქციონირებს თამარ მეფის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა და მომღერალთა გუნდი "ბარაკონი". 

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღანელი: ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (დიმიტრი ბოგვერაძე)

მის: rue gendebien 7, 1030 Bruxelles

ელ-ფოსტა: [email protected];

  ფოლკლორული ანსამბლი "ბარაკონი"

  თამარ მეფის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა


 

ქ. ბრიუსელი

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი / International Center of Georgian Emigrants 2017 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ემიგრანტთა უფლებების დაცვა, დიასპორასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, ემიგრაციაში ძლიერი ლობის შექმნა.

საკონტაქტო მონაცემები: 

ხელმძღვანელები: ანა ბალამწარაშვილი, დარეჯან ღამბაშიძე

ელ. ფოსტა: [email protected];

  ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი 


 

ქ. ბრიუსელი

საგანმანათლებლო ცენტრი “საპერე აუდე” /Education centre "Sapere aude" დაარსდა 2017 წლის 5 ნოემბერს. ცენტრის მიზანია ბელგიაში მოღვაწე ქართველი სტუდენტების მიერ ბელგიაში მცხოვრები მოზარდებისათვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება და განვითარება. ცენტრის დამფუძნებლები გახლავთ ბელგიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები - ხატია ოზაშვილი, შოთა შარმიაშვილი და ილია მირინაშვილი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ილია მირინაშვილი 

მისამართი: Gendebienstraat 9, Brussels, Belgium

ელ. ფოსტა: [email protected];

  საგანმანათლებლო ცენტრი "საპერე აუდე”


 

ქ. ანტვერპენი

ქართული კულტურის ცენტრი - "კავკასიონი" /Georgisch cultureel centrum "Kavkasioni“ vzw დაარსდა 2002 წელს. ცენტრის მიზანია ბენილუქსის ქვეყნებში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ცენტრთან ფუნქციონირებს ცეკვის ანსამბლი „მედეა“ და ეთნო-კვარტეტი "მამული".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ალექსანდრე სავანელი

ქორეოგრაფი და არტისტული დირექტორი - მედეა ჟორჟოლიანი

მის: Paardenmarkt 121, B-2000 Antwerpen, Belgie

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ანტვერპენი

ქართული შემოქმედებითი გაერთიანება - "იმედი" / Georgishe feitelijeke vereniging “IMEDI” დაფუძნდა 2006 წელს. შემოქმედებითი გაერთიანების მიზნებია კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართველ ემიგრანტთა თანადგომა და მათი  ინფორმირებულობის დონის ამაღლება. შემოქმედებით გაერთიანებასთან ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი", გაერთაინებას, აგრეთვე, აქვს ქართული ცეკვის სტუდიები ქ. ანტვერპენსა და ქ. ბრიუსელში.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: იმედა ყავლაშვილი

მის: Plantin en Morituslei 128. 2018 Antwerpen, Belgie

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ანტვერპენი

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ანტვერპენში 2014 წელს დაარსდა და იგი მიზნად ისახავს მართლმადიდებელი მრევლის გაერთიანებას, ქართველების შეკავშირებასა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები თანამემამულეების ერთმანეთთან დაახლოებას. 2016 წლიდან ეკლესიასთან ფუნქციონირებს წმიდა ნინოს სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, მხატვრული კითხვის წრე და ვაჟ მგალობელთა გუნდი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: დეკანოზი დავითი (მაღლაფერიძე)

მის: Liersesteenweg 308. 2640 Mortsel Antverpen

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/profile.php?id=100016682583046


 

ქ. ლიეჟი

ასოციაცია ქართული დიასპორა "მამული" / Association Georgian  Diaspora “Mamuli" დაარსდა 2009 წლის სექტემბერში, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების - კოკი გასიტაშვილის, ეკატერინე საბანაშვილისა და კახაბერ ოღაძის მიერ. ასოციაციის მიზნებია საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართული ბიზნესის ხელშეწყობ, ქართული ბაზრისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა უცხოეთში. 

საკონტაქტო მონაცემები: 

ხელმძღვანელი: ზურაბ გასიტაშვილი

მის: Quai Saint Leonard 52, 4000 Liege, Belgique

ელ-ფოსტა: [email protected]

  ქართული დიასპორა მამული ბელგიაში

  ქართული დიასპორა „მამული“

სასარგებლო ბმულები