პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნეს კლასტერები საქართველოში

დღეს, მსოფლიოში მთავრობები განიხილავენ კლასტერებს, როგორც მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას საწარმოების განვითარებასა და ინოვაციაში. კლასტერები გადაიქცა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად კონკურენტუნარიანი ინდუსტრიებისა და ბიზნესების განსავითარებლად, როგორც ინდუსტრიულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის, საქართველოში. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ევროკავშირის ინოვაციური პროექტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში აღმოცენებადი და პოტენციური გადამამუშავებელი და აგრობიზნესის კლასტერების იდენტიფიკაციას. უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამშობლოში ბიზნეს კლასტერებით, შეუძლიათ გაეცნონ აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოვლენილ 57 კლასტერს, რომლის რანჟირება განხორციელდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ყველაზე მაღალი ქულის მქონე კლასტერები ქმნიან დიდ პოტენციალს დასაქმების, ექსპორტის/იმპორტის ჩანაცვლებისა და თანამშრომლობის კუთხით.

 

რა აღმოცენებადი და პოტენციური კლასტერები არსებობს საქართველოში?

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) კვლევა, რომლის შედეგად გამოვლენილ იქნა საქართველოში 57 აღმოცენებადი და პოტენციური გადამამუშავებელი და აგრობიზნესის კლასტერი, ჩაატარა UNIDO-ს კლასტერული მეთოდოლოგიის მიხედვით - თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, კლასტერები გამოვლინდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ ჩატარებულა კვლევა, ხოლო მცხეთა-მთიანეთში კლასტერები არ გამოვლინდა).

57-ვე კლასტერის რანჟირება განხორციელდა სხვადასვა კრიტერიუმის მეშვეობით, მათ შორის, ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, გარემოზე ზეგავლენა, ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი და სხვა.

კლასტერების პირველი ათეული გამოიყურება შემდეგნაირად:

  1. ღვინო (კახეთი);
  2. ფარმაცევტული სექტორი (თბილისი);
  3. მეფრინველეობა (ქვემო ქართლი);
  4. მეთევზეობა (სამეგრელო-ზემო სვანეთი);
  5. ღვინო (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი);
  6. ღვინო (ქვემო ქართლი);
  7. ავეჯი (თბილისი);
  8. საიუველირო ნაკეთობები (თბილისი);
  9. მზა ტანსაცმლის წარმოება (თბილისი);
  10. ხილისა და ბოსტნეული გადამუშავება (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

 

რა სახის ტექნუკური მხარდაჭერა იგეგმება კლასტერებისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის ფარგლებში?

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

პროგრამა ითვალისწინებს კონკტრეტული კლასტერების მხარდაჭერას:

 

რომელ კლასტერებს გააჩნიათ კლასტერის მართვის ორგანიზაცია საქართველოში?

კლასტერის მართვის ორგანიზაცია გააჩნიათ შემდეგ კლასტერებს:

 

იხილეთ კვლევა:

Mapping Emerging and Potential Manufacturing and Agri-Business Clusters in Georgia

 

სასარგებლო ბმულები