პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნესის მხარდაჭერა

აწარმოე საქართველოში

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორიენტირებულია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე. „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

მეტის ნახვა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა

ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“-ს ფარგლებში, იწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების შერჩევას. დაინტერესებულ თანამემამულეებს ვთხოვთ გაეცნო პროგრამაში მონაწილეობის პირობებს.

მეტის ნახვა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. პროგრამის მიზნებია: პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

მეტის ნახვა

აგროდაზღვევის პროგრამა

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

მეტის ნახვა

დანერგე მომავალი

პროექტი "დანერგე მომავალი" - ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

მეტის ნახვა

სტარტაპ საქართველო

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის - „სტარტაპ საქართველოს" მიზანია მოქალაქეებს, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მიეცეთ უნიკალური შანსი - განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში უფრო ამაღლდება სამეწარმეო სულისკვეთება, გაჩნდება მრავალი ახალი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

მეტის ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახავი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი, გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთისა.

მეტის ნახვა

თხილის წარმოების განვითარება

თხილის წარმოების განვითარების სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს სოფლის მეურენეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია: თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა; თხილის თვითღირებულების შემცირება და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

მეტის ნახვა

მეფუტკრეობის მხარდაჭერა

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია : სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.

მეტის ნახვა

რძის მწარმოებელთა მხარდაჭერის პროგრამა

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ძირითადად შედგება ორ კომპონენტისგან: კაპიტალური ინვესტირება და ტექნიკური დახმარება. პროგრამაში მონაწილეობის პირობების დეტალები გაწერილია შესაბამის ფორმატში და მოიცავს ორივე კომპონენტს.

მეტის ნახვა

მევენახეობის ხელშეწყობა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემათ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები