პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის 

მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის, რომელსაც "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო", მიზანია საპილოტე რეგიონებში ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას.

საგრანტო კონკურსი ინოვაციურ  მეწარმეებს საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და მომსახურება, განავითარონ რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვი და რეგიონული ეკონომიკის პროდუქტულობის დონე.

მეტის ნახვა

ინოვაციური მეწარმეობის თანადაფინანსება

ინოვაციური მეწარმეობის თანადაფინანსების პროგრამის, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო", მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. 

პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარმოადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

 

 

მეტის ნახვა

ბიზნეს უნივერსალი

სახელმწიფო პროგრამა "ბიზნეს უნივერსალი", რომელსაც სააგენტო აწარმოე საქართველო ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნას/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენუნარიანობის ამაღლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამა მოიცავს ლიზინგის, სესხისა და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

მეტის ნახვა 

 ეკო და აგრო ტურისტული ინდუსტრია 

ეკო და აგრო ტურისტული ინდუსტრია სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", სააგენტოს ტურიზმის განვითარების კომპონენტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარებასა და ფინანსურ ხელშეწყობას.

ეკო და აგრო ტურისტულ მეურნეობად განისაზღვრება ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს წინასწარ განსაზღვრულ მომსახურებას.

 

მეტის ნახვა

FDI გრანტი“ - უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამა

უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამა - FDI გრანტი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მიზნად ისახავს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას, ტექნოლოგიის შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, ქვეყანაში ახალი და მსოფლიოში აქტუალური ისეთი მიმართულების განვითარებას როგორიცაა "აუთსორსინგი" (BPO), ლოჯისტიკა და თვითმფრინავების შეკეთება (MRO). პროგრამა 1 მლნ ლარამდე თანადაფინანსებას შესთავაზებს უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ და საქართველოს ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200.

მეტის ნახვა

 სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია

სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", სააგენტოს ტურიზმის განვითარების კომპონენტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარებისა და ფინანსურ ხელშეწყობას.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების პოტენციალის წარმოჩენას ტურისტული აქტივობებისა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მომტანი საწარმოების შექმნის გზით.

 

მეტის ნახვა

ტურისტული სერვისების ინდუსტრია

ტურისტული სერვისების ინდუსტრია სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო "აწაროე საქართველოში", სააგენტოს ტურიზმის განვითარების კომპონენტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარებისა და ფინანსურ ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში ტურისტულ სერვისებად განიხილება თემატური პაკეტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებას.

 

მეტის ნახვა

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა დაფუძნებულია პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.

 

მეტის ნახვა

მიკრო და მცირე მეწარმეობა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას, მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისა და გაფართოების ხელშეწყობას, ადგილობრივი პროდუქციის ხარიხსის ზრდის წახალისება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, ფიზიკურ პირს, მაქსიმალური საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 ლარს.

 

მეტის ნახვა

ინოვაციური ბიზნესი

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის, რომელსაც "სტარტაპ საქართველო" ახორციელებს, მიზანია მოქალაქეებს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მიეცეთ უნიკალური შანსი - განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

ინოვაციური იდეა გულისხმობს: ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების დანერგვას "სტარტაპ საქართველოს" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.

 

მეტის ნახვა

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის პროგრამის, რომელიც "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო" ახორციელებს, მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისთვის, რომლებიც არ უნდა აღემადებოდეს 150 000 ლარს.

 

მეტის ნახვა

მცირე გრანტების პროგრამა

პროტოტიპირების მცირე გრანტების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო", ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის სერვისის პროტოტიპირების შექმნა.

გრანტის მიზანია შესაძლებელი გახადოს დაფინანსება საწყის ეტაოზე, რატა პროექტის გუნდს ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას პირველადი პროტოტიპი და შემდგომში იზრუნოს პროდუქტის/სერვისის განვითარებაზე.

 

მეტის ნახვა

მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მხარდაჭერა

მაღალტექნოლოგიური ბიზნესის ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც "სტარტაპ საქართველო" ახორციელებს, საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა გახდეს ნოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის მონაწილე.

საინვესტივიო დაფინანსება შეადგენს მაქსიმუმ 100 000 ლარს. წარმატებული პროექტების წარდგენა საერთაშორისო ინოვაციებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოსაპოვებლად სილიკონ ველიდან.

 

მეტის ნახვა

გადაიღე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამა გადაიღე საქართველოში, რომელსაც ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეაალითი შოუს შემთხვევაში.

 

მეტის ნახვა

Invest in Georgia

Invest in Georgia, რომელსაც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, ასრულებს მოდერატორის როლს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, რაც უზრუნველყოფს ინვესტორს სხვადასხვა სახის განახლებული ინფორმაციის მიღებას და ხელისუფლების ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას.

საინვესტიციო კომპონენტის მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. ის ემსახურება "ერთი ფანჯრის" პრინციპს ინვესტირებისთვის, რათა მხარი დაუჭიროს კომპანიებს საინვესტიციო პროცესის დაწყებამდე და მის შემდეგ.

 

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები