პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გლობალური პროგრამა „მიგრაცია და დიასპორა“ - გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების და ექსპერტების მხარდაჭერა

გლობალური პროგრამას „მიგრაცია და დიასპორა“ ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების ცენტრი (CIM/GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველო პროგრამის პარტნიორი ქვეყანა გახლავთ  2007 წლიდან. 

პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება მოიცავს გერმანიაში მცხოვრებ მიგრანტთა ორგანიზაციების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. 

კერძოდ, გერმანიაში დარეგისტრირებულ დიასპორულ ორგანიზაციებს აღნიშნული პროგრამა  სთავაზობს:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს განცხადის წარდგენა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია:

საპროექტო წინადადებაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი პროექტის მიზანი - წვლილი შეიტანოს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით (სასურველია მდგრადი განვითარების გეგმებთან შესაბამისობის წარმოჩენა).

ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში უკვე განხორციელდა  ექვსი პროექტი და განხორციელების ეტაპზეა მეშვიდე პროექტი.

 

გლობალური პროგრამა  „მიგრაცია და დიასპორა“ მოიცავს კიდევ ერთ სამოქმედო სფეროს, რაც გულისხმობს დიასპორელი ექსპერტების დასაქმებას 3 კვირიდან 6 თვემდე ვადით ქართულ ადგილობრივ ორგანიზაციებში.

დიასპორის ექსპერტი შეიძლება გახდეს გერმანიაში სულ მცირე 2-წლიანი კვალიფიციური სამუშაო გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სურვილი თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს დამსაქმებლებს საქართველოში.  

პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული მიზნით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა სამი დიასპორელი ექსპერტი ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა კერძო საექთნო კოლეჯების ასოციაცია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისათვის - Red“. 

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია და შესაბამისი სახის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.cimonline.de

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად / შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აღნიშნული პროგრამის საკონტაქტო პირს შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]

სასარგებლო ბმულები