პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელექტრონული პეტიცია - ichange.gov.ge

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ჩაერთონ საჯარო პოლიტიკაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ichange.gov.ge პორტალის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან / და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლიათ ელექტრონული პეტიციის საშუალებით მოითხოვონ ცვლილებები და საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხ(ებ)ზე, რომელიც მათ მიაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად.

ელექტრონული პეტიციის ინიცირების ან/და ხელმოწერისთვის, საჭიროა პორტალზე - ichange.gov.ge დარეგისტრირება. წარდგენილი პეტიცია უნდა განეკუთვნებოდეს საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხ(ებ)ს. პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, პეტიციამ უნდა დააგროვოს 10 000 ხელმოწერა, ამის შემდეგ პეტიციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

თუ პეტიციამ ვერ დააგროვა 10 000 ხელმოწერა გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იგი ჩაითვლება ვადაგასულად და არ განიხილება. ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია თავიდან გამოაქვეყნოს პეტიცია.

პეტიციის შედგენა: https://ichange.gov.ge/

 

პორტალის მომხმარებლის სახელმძღვანელო

სასარგებლო ბმულები