განათლება და მეცნიერება

ინფორმაცია უმაღლესი განათლების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

მეტის ნახვა

ქართული ენის დისტანციური სწავლება

ქართული ენის დისტანციური სწავლების მიზანია, საზღვარგარეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართული ოჯახის ან შერეული ოჯახის შვილებისთვის, ენის სწავლება და ქართულ კულტურასთან ზიარება დისტანციური სწავლების უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ონლაინ-გაკვეთილები ეფუძნება სწავლების ინტერაქტიულ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ-ინსტრუმენტები.

მეტის ნახვა

სამეცნიერო კონკურსები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ია, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს და ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში.

მეტის ნახვა

ონლაინ ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე შესულია ყველა ის გამოცემა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის რომლებიც იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ

მეტის ნახვა

საკვირაო სკოლის სახელმძღვანელოები

საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოები მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში

მეტის ნახვა

განათლების საერთაშორისო ცენტრი

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ.

მეტის ნახვა

ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. ინიციატივის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები