პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გლობალური პროგრამა „მიგრაცია და დიასპორა“ - გერმანიაში განათლებამიღებული კადრების მხარდაჭერა

გლობალურ პროგრამას „მიგრაცია და დიასპორა“ ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების ცენტრი (CIM/GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველო პროგრამის პარტნიორი ქვეყანა გახლავთ  2007 წლიდან. 

პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს გერმანიაში განათლებამიღებული კადრებისათვის სამუშაო ადგილების მოძიებასა და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროგრამის მიზანია იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ქართული დიასპორის წევრებმა გერმანიაში ცხოვრების პერიოდში დააგროვეს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც  გერმანიაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირებს, ასევე პირებს სულ მცირე ორწლიანი კვალიფიციური სამუშაო გამოცდილებით. 

პროგრამა ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგი სახის მხარდაჭერას:

2007 წლიდან პროგრამამ მხარი დაუჭირა 200-ზე მეტ პროფესიონალს, დაეხმარა მათ დასაქმებულიყვნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. პროგრამის ექსპერტები არიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია და შესაბამისი სახის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ-გვერდზე: www.cimonline.de

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად / შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აღნიშნული პროგრამის საკონტაქტო პირს შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]

სასარგებლო ბმულები