პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განათლება - გზა თავისუფლებისკენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. ინიციატივის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. 

"ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვინდა გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.

ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

"შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ჩვენ დავაანონსეთ განათლების  ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისათვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 - 11%-იანი ზრდით", - განაცხადა პრემიერმა.

სასარგებლო ბმულები