პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანადა

ქ. ტორონტო

ასოციაცია ქართული სათვისტომო კანადაში / Georgian Community Association in Canada 2012 წელს, ქალაქ  ტორონტოში, მამუკა ტარიელაშვილმა დააფუძნა. ასოციაციის საქმიანობის ძირითად სფეროს კულტურულ-შემოქმედებითი და საქველმოქმედო სახის საქმიანობა წარმოადგენს.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ელიზა ბექაური

მის: 20 Pietro dr. Maple , ON, L6A3K5 Canada

ელ-ფოსტა: [email protected]

 https://www.facebook.com/gcaccanada


 

ქ. ტორონტო

ქართული საკვირაო სკოლა ტორონტოში / Georgian Sunday School in Toronto 2013 წელს, ტორონტოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თომა ბეკურიშვილმა და მისმა მეუღლემ - თამარ ჭრელაშვილმა დააფუძნეს. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიასა და საღმრთო რჯულს, ასევე, ტარდება გალობის გაკვეთილები, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ოსტატი - შალვა მახარაშვილი უძღვება. სკოლაში, აგრეთვე, ფუნქციონირებს თეატრი, სიმღერის შემსწავლელი ჯგუფი და ცეკვის სტუდია "ივერიონი", რომლის ქორეოგრაფები გახლავთ ზვიად აფთარაშვილი და ანა სეფიაშვილი.

საკონტაქტო მონაცემები:

მის: 10 Howarth ave., Toronto, Ontario

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.torontomrevli.ca/sunday-school


 

ქ.კალგარი

ზვიად გამსახურდიას სახელობის საქველმოქმედო სკოლა "დედა ენა" დაარსდა 2018 წელს. საკვირაო სკოლის დამფუძნებლები გახლავთ რუსუდან კაპანაძე და მისი მეუღლე და ვაჟი - ვაჟა და შალვა დავლაძეები.

სკოლას ხელმძღვანელობს რუსუდან კაპანაძე, პროფესიით პედაგოგი, სკოლაში ირიცხება 15 მოსწავლე, რომელთა ასაკი იწყება 5 წლიდან 16 წლის ჩათვლით, ჯგუფი შერეულია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: რუსუდან კაპანაძე

მის: Canada. Calgary. 619 cedarille way sw. AB. T2W 268

ელ-ფოსტა: [email protected]

  http://tiny.cc/jz957y

სასარგებლო ბმულები