პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 2021“

2021 წლის 27 თებერვალს ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (UN Agency - IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით.  

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს სამეწარმეო და ბიზნეს გარემოს, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების წარდგენას. ღონსიძიებას დაესწრო 120-მდე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური სესია საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. თემატურ სესიებზე პრეზენტაციები წარადგინეს და არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს საქართველოს ეროვნული სააგენტოების, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თითოეული პროგრამის ადმინისტრირებასა და განხორციელებაში ჩართულმა კომპეტენტურმა პირებმა.    

ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სავაჭრო რეჟიმებს და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულებებს. ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების პრეზენტაცია, სესიების მსვლელობისას განხილულ იქნა ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.

 

პირველი სესია - ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები (არასასოფლო-სამეურნეო მიმართულება)                                                                                                  

"აწარმოე საქართველოში" - ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, მეწარმეობის ხელშემწყობი მექანიზმები, მათ შორის, მიკრო და მცირე ბიზნესების ხელშემწყობი პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმები, სხვადასხვა სექტორში (ინდუსტრიული მიმართულება, ტურისტული სერვისები და ა.შ.) სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი და სხვ. - ქარ / ENG 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო  -  პროექტი "100 საინვესტიო შეთავაზება ბიზნესს", საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა საინვესტიციო შეთავაზებები - ქარ / ENG

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემისა და ინიციატივების მიმოხილვა, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამები და დიასპორის ჩართულობაზე ორიენტირებული ინიციატივები - ქარ / ENG 

EU4Business - პროექტების მიმოხილვა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (A2F), ბიზნესის განვითარების სერვისები (BDS) და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო (BEE) - ENG 

"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა" - ორიენტირებულია შემდეგ სექტორებზე: ტურიზმი (გასტრონომიული, კულტურული/ისტორიული, მთის/სათავგადასავლო), მსუბუქი წარმოება (ავეჯი, შესაფუთი მასალები, სამშენებლო მასალები, PPE და მყარი ნარჩენების მართვა), შემოქმედებითი ინდუსტრიები (წარმოება, პოსტპროდუქცია, არტიზანები), ინტელექტუალური სერვისები (BPO, ICT), ასევე გადამკვეთი სექტორები: ელექტრონული კომერცია და ლოგისტიკა - ქარ / ENG 

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ქარENG 

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ქარ / ENG     

 

მეორე სესია - ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები სოფლისა და სოფლის მეურნეობის სფეროში

სოფლის განვითარების სააგენტო - მიმდინარე პროექტების მიმოხილვა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის, სოფლის განვითარების, შეღავათიანი აგროკრედიტის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის და დანერგე მომავალის პროექტები - ქარ / ENG  

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III) - საქართველოში სოფლად ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები და სოფლის განვითარების ხელშემწყობი სხვა სერვისები - ქარ / ENG 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) - სანერგე მეურნეობისა და თესლის მწარმოებელთა სექტორის, სერტიფიცირების პროცესისა და არსებული ევროპული სტანდარტების მიმოხილვა - ქარENG 

პროექტი "FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს" (ENPARD III) - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა მოიცავს ეკონომიკური აქტორებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას, შესაბამისი გრანტების უზრუნველყოფის გზით - ქარ  / ENG 

"USAID ზრდა საქართველოში" - ინფორმაცია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის (აგრო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმი) სექტორში არსებულ საგრანტო შესაძლებლობებზე - ქარ / ENG 

პროექტი "მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)" - მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში შეთავაზებული საგრანტო სქემები - ENG  

 

მესამე სესია - საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში

საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები - ქარ 

საქართველოს წიაღის სექტორის საინვესტიციო პოტენციალი - საქართველოში საინვესტიციოდ მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადოები და ლიცენზირებისა და ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ზოგადი წესები და რეგულაციები - ქარ / ENG 

შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის (სპეციალური რეჟიმების ჩათვლით) და მათი მომსახურებების თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები და ამ შეთანხმებების გავლენა კომპანიებსა და ბიზნესზე - ქარ  / ENG 

ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში - ქარ / ENG 

"არეა ჯგუფი" - უძრავი ქონებისა და საინვესტიციო სერვისების კომპანია: საინვესტიციო შეთავაზებები და პროექტები ტურიზმის სექტორში - ქარ / ENG

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის განვითარება - ქარ / ENG / შემფუთავთა კლასტერი - ქარ / ENG 

"ინვესტირება ქუთაისში" - საინვესტიციო კატალოგი - ქარ / ENG 

"ინვესტირება კახეთში" - საინვესტიციო კლიმატი და პოტენციალი - ENG

 

მეოთხე სესია - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

ევროპის საინვესტიციო ბანკი - ინფორმაცია ქართული ბიზნესებისთვის ბანკის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და საკრედიტო ხაზებზე, მათ შორის, შუამავლური დაფინანსების ხელმისაწვდომობასა და პირდაპირი ინვესტიციის სესხებზე, სესხის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურები, კრიტერიუმები და ა.შ. - ENG 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" - ფინანსური სერვისები დიასპორისთვის / მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შეთავაზებული ინოვაციური პროდუქტები - ქარ / ENG  

საინვესტიციო კომპანია - "AGC - ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" - დიასპორისთვის საინტერესო სერვისები: საკონსულტაციო მომსახურება, ფონდების მოძიება და სხვ. - ქარ / ENG 

"დააფინანსე ტექნოლოგიური მომავალი" - საქართველოს ვენჩორული კაპიტალის ასოციაცია - ეფექტური პლატფორმა ინოვაციური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის - ქარ / ENG 

ბია - ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო - ქარ / ENG 

 

 

"ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 2021" - დღის წესრიგი ქარ / ENG 

                                                                                                                                 

       ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი I 

                                                                                             https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/186156299634360                                                                                      

                                                                                                                                                      

 

 

      ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი II

       https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/236736748176237/ 

                                                                                                           

 

 

               ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი III 

               https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/455314655883533/     

                                                                                                                                

 

      [Diaspora Economic Forum 2021 - ENG]

სასარგებლო ბმულები