პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ყაზახეთი

. ნურსულთანი

საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრი - კოლხეთი“

ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს 2010 წლიდან ქალაქ ნურსულთანში და მისი ძირითადი მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობა. კულტურულ ცენტრთან ფუნქციონირებს ვოკალური ანსამბლი "ბაგრატიონი".

საკონტაქტო მონაცემები: 

ხელმძღვანელი: ზვიად აფხაზავა

მის: ქ. ნურსულთანი, ტურანის ქუჩა 25, ბ. 3

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]


 

ქ. ალმათი

საზოგადოებრივი გაერთიანება „საქართველოს კულტურული ცენტრი“ 2002 წელს, ქ. ალმათში დაფუძნდა. კულტურული ცენტრის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ცენტრთან ასევე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი და ქართული ენის პედაგოგია მანანა ყუშიტაშვილი. ორგანიზაციასთან არსებობს ქართული ქორეოგრაფიული წრე გელა გამბაროვის ხელმძღვანელობით.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ალექსი ამუზაშვილი

მის: კურმანგაზის ქ. 40

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/saqartveloalmaty/


 

ქ. ატერაუ

ატერაუს ოლქის საზოგადოებრივი გაერთიანება „ნაციონალურ–კულტურული ქართული ცენტრი“ 2003 წლის 19 სექტემბერს, ქ. ატერაუში დაფუძნდა, ზურაბ ბობოხიძეის მიერ. ნაციონალურ–კულტურული ქართული ცენტრი აქტიურად საქმიანობს კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. ცენტრში შექმნილია ვოკალური და ცეკვის ანსამბლი "იბერია", რომლის ქორეოგრაფია დიმიტრი ბახტურიძე, ხოლო ვოკალის პედაგოგი კი - ანა ცატინიანი. ცენტრთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა ნათელა ბობოხიძის ხელმძღვანელობით.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ზურაბ ბობოხიძე

მის: დოსმუხამედოვის ქ. 33

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. აქტაუ

ეთნოკულტურული გაერთიანება "საქართველო" 1999 წლის თებერვალში დაფუძნდა ავთანდილ გავაშელიშვილის მიერ. გაერთიანების მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.

საკონტაქტო მონაცემები:

თავმჯდომარე: ავთანდილ გავაშელიშვილი

მოადგილეები: ლემონჯავა ალექსანდრე , ნატროშვილი არჩილი.

მისამართი: ქ. აქტაუ 26 მიკრო-რაიონი, 133

ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected];  


 


ქ. ყარაგანდა

საზოგადოებრივი გაერთიანება "ქართული საზოგადოებრივ–კულტურული ცენტრი ჯორჯია–2007" / Общественное объединение «Грузинский общественно-культурный центр «Джорджия-2007» დაარსდა 2007 წლის 6 ივნისს, ქალაქ ყარაგანდაში გივი დოლიძის მიერ. ცენტრის ძირითადად ეწევა კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სახის საქმიანობას. ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ქართულ ენას ასწავლიან მირანდა ცქიფურიშვილი და ხათუნა ჩხენკელი.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: გრიგოლ დოლიძე

მის: შახტორის გამზ. 64

ელ-ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები