პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კულტურის მხარდაჭერა

„გადაიღე საქართველოში“ - კინოინდუსტრიის სფეროში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით და იზიდავს უცხოელ პროდიუსერებს, გადაიღონ ახალი ფილმები ჩვენს ქვეყნაში. პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით და მასში მონაწილეობა შეუძლია კინოწარმოებით დაინტერესებულ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო-ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების მექანიზმით. თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს - დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ 10 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა.

2019 წელს, პროგრამის ფარგლებში პირველი ჰოლივუდის პროექტის გადაღებები, კერძოდ ამერიკული ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებები განხორციელდა. პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ სულ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

სასარგებლო ბმულები