პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აღმოაჩინე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა გის პორტალის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და მიიღოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე/ობიექტებზე, მასთან დაკავშირებულ დამცავ ზონებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობაზე და ამასთანავე, მოძრავ კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში.

კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცითი და ატრიბუტული მონაცემები წარმოადგენს მნიშვნელოვან მასალას როგორც კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

სისტემა იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ინტერაქტიულ რეჟიმში შეივსოს და განახლდეს ინფორმაციით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  http://memkvidreoba.gov.ge/

ვირტუალური 360° ტური სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ექსპოზიციებში:

სასარგებლო ბმულები