პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
"კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალის" საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და მიიღოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე/ობიექტებზე, მასთან დაკავშირებულ დამცავ ზონებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობაზე და ამასთანავე, მოძრავ კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში.
კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცითი და ატრიბუტული მონაცემები წარმოადგენს მნიშვნელოვან მასალას - როგორც კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
სისტემა იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ინტერაქტიულ რეჟიმში შეივსოს და განახლდეს ინფორმაციით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ.
აღმოაჩინე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა >>> http://memkvidreoba.gov.ge/