პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ კონსულტაციები COVID-19-ის საკითხებზე

 

 

ფსიქოლოგიური კონსულტაცია COVID 19-ის პანდემიის თანმდევ სტრესთან გასამკლავებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია COVID 19-ის პანდემიის თანმდევ სტრესთან გასამკლავებლად.

მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] -  შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაციის თქვენთვის სასურველი დღე (კვირის გარდა) და საათი (თბილისის დროით), რის შემდეგაც საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის Facebook გვერდის საშუალებით განხორციელდება ონლაინ კონსულტაცია.

შეკითხვების გამოგზავნა, ასევე, შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, რომელზედაც მიიღებთ წერილობით პასუხს.

 

 

 

ონლაინ კონსულტაციების ჩანაწერები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია 15-მდე ონლაინ კონსულტაციას COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა უშუალოდ აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, აგრეთვე, განხორციელდა ონლაინ სამედიცინო და ფსიქოლოგიური სახის კონსულტაციები, ზოგადად, უცხოეთში მყოფი ყველა დაინტერესებული თანამემამულისათვის. ამასთან, გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე.

იხილეთ აღნიშნული ონლაინ კონსულტაციების ჩანაწერები:


ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მცხოვრები თანამემამულეებისათვის, რომელიც გაიმართა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს ქ. ვაშინგტონში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე:

                                                                                                                                         

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისათვის, რომელსაც ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ნიუ იორკში. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მიქაბერიძე:

                                                                                                   

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისათვის, რომელსაც ორგანიზება გაუწია საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქ. ნიუ იორკში. თანამემამულეების შეკითხვებს პასუხობს ქ. ნიუ იორკის მაუნთ საინაის ჰოსპიტალის ზოგადი პროფილის ექიმი ნათია ფანცულაია:

                                                                                                                                  

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია გერმანიაში მყოფი თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ალექსანდრე გოგინავა და ვახტანგ სართანია:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები პაატა ვეფხვაძე და ნინო ვარამაშვილი:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია იტალიაში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები რევაზ მეჭურჭლიშვილი და ნინო ტავლალაშვილი:

                                                                                             

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე:

                                                                                              

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ნინო ტავლალაშვილი და გიორგი კორკოტაშვილი:

                                                                                              

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე:

                                                                                               

 

ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. COVID-19-თან დაკავშირებულ  შეკითხვებს პასუხობენ ექიმი ინფექციონისტები ნინო ტავლალაშვილი და მარიამ ჭყონია:

                                                                                              

 

ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის. ფსიქოლოგი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი საუბრობს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში:

                                                                                               

 

ონლაინ კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე - გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელი ანა კაკუშაძე საუბრობს ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობასა და მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე:

                                                                                               

სასარგებლო ბმულები