პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო კონსულტაციები

რა უნდა იყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ გზა წინსვლისკენ?

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკაშირი იწყებს ფართო და ინკლუზიურ საჯარო კონსულტაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სტრატეგიული მიმართულების თაობაზე.

2019 წლის 26 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე, ევროკავშირი იწვევს წევრ სახელმწიფოებსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, მოლდოვას რესპუბლიკას, სომხეთსა და უკრაინას; საერთაშორისო ორგანიზაციებს; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს; სამოქალაქო საზოგადოებას; ბიზნესისა და კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა თუ ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს; ახალგაზრდებს, მედიის წარმომადგენლებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს 2020 წლის შემდგომი ახალი პოლიტიკის ჩარჩოსთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებების გაზიარებისთვის.

მოსაზრებების წარდგენა (ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის საშუალებით >>> https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/tenders/consultation_eap_en.

საჯარო კონსულტაციის პერიოდში - 2019 წლის 26 ივლისი-31 ოქტომბერი, საინფორმაციო-საკონსულტაციო სახის ღონისძიებები გაიმართება ევროკავშირის წევრ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში.

საჯარო კონსულტაციის ფარგლებში წარდგენილი მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი ახალი პოლიტიკის დოკუმენტში.

იხილეთ მეტი:

Factsheet on the Eastern Partnership's Top 10 Achievements 

Factsheet on myths about the Eastern Partnership

Factsheet on EU-Georgia relations

 

დიასპორული ვებ პორტალი - GDA.GE

დიასპორული ვებ პორტალი - GDE.GE შეიქმნა ქართულ დიასპორასთან ერთიანი და მჭიდრო კავშირის განმტკიცების მიზნით. GDE.GE ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული, დიასპორის საჭიროებებზე მორგებული ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.

სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში დიასპორის ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს - გთხოვთ გაეცნოთ ვებ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას, სტრუქტურასა  და გამოგვიგზავნოთ თქვენი შენიშვნები/რეკომენდაციები GDE.GE-ის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 ივლისი-31 ივლისის პერიოდში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

სასარგებლო ბმულები