პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით.

 

პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენაში.

ცოდნის დონის შემოწმება არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

 

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

აგრეთვე დამატებით:

დ)  იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

ე)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების მოწმობა;

ბ)  იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

გ) არასრულწლოვანის მშობლისთვის  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  მშობლის თანხმობა;

ზ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

 

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

80-ე დღეს

250 ლარი

მე-60 დღეს

350 ლარი

30 დღეში

500 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

სასარგებლო ბმულები